ჩვენ
შესახებ

პროექტი Play2Lean საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 2019 წლის საგრანტო პროექტის გამარჯვებულია, რომელიც მოიცავს ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმას მოსწავლე ახალგაზრდობისათვის. პროექტის მიზანია თამაშის პრინციპებზე დაფუძნებული რესურსის შექმნა, რაც მოსწავლეებისათვის სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და ეფექტურს გახდის.

 

ორგანიზატორი

სტარტაპ პროექტს Play2Learn (Wizard Quests) კომპანია Play To Learn-ი ახორციელებს. კომპანიის შემოქმედებით ჯგუფს წარმოადგენს მოტივირებული ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც კარგად იცნობს აღნიშნულ სფეროს და მასში არსებულ გამოწვევებს. კომპანიის მიერ კოორდინირებული პროექტების მთავარი მიზანია ჯანსაღი საგანმანათლებლო რესურსის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარებასა და გონებრივი ჩამოყალიბების პროცესს.

 

პროექტის შესახებ

პროექტი ითვალისწინებს ონლაინ პლატფორმას, რომელიც საქართველოს მასშტაბით სკოლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს სახალისო გარემოში გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა.სასწავლო წელზე გადანაწილებული 30 კვირიანი ონლაინ პროგრამა მოიცავს სახალისო დავალებებს, კითხვების დეტალურ ახსნას და გაჯერებულია თამაშის ელემენტებით.პროექტში Wizard Quests მოსწავლეების მთავარი მიზანია მოიპოვონ კეთილი ჯადოქრის, Wizard-ის დავალებების, Quest-ების შესრულების უფლება, რაც ცოდნის გამოვლენითა და Quiz-ების შესრულებით არის შესაძლებელი.

 

მიმოხილვა

Wizard Quests - ონლაინ პლატფორმაზე მოსწავლეების მთავარი მიზანია მოიპოვონ კეთილი ჯადოქრის, Wizard-ის დავალებების, Quest-ების შესრულების უფლება, რაც ცოდნის გამოვლენითა და Quiz-ების შესრულებით არის შესაძლებელი.

Quest - ეს არის სახალისო დავალებებით გაჯერებული, ილუსტრირებული კომიქსი, რომლის გახსნა და შესრულებაც არის მოთამაშეების მთავარი მიზანი. თითოეულ სეზონში მოცემულია ამბავი, რომელიც გადმოცემულია კომიქსების სერიით, ანუ Quest-ებით. კომიქსებში მოთხრობილი ამბების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი თავად მოსწავლეა და კომიქსის შემდეგი გვერდების წასაკითხად და მოთხრობილი ამბის გასაგებად, მას უწევს სახალისო და ლოგიკური ამოცანების ამოხსნა (Visual IQ, Puzzles, Fun Math, Logic). პლატფორმაზე კომიქსების სერია მოცემულია თავებად, ანუ Chapter-ებით. თითოეულ Chapter-ში შედის 5 Quiz-ი და 1 Quest-ი. თითოეული Quest-ის გახსნა შესაძლებელია Chapter-ში მოცემული 5 Quiz-ის შესრულების შემდეგ.

Quiz - ეს არის სავარჯიშოების კრებული, რომელიც მოსწავლეს ინგლისური ენის ცოდნის გამოვლენასა და გამყარებაში ეხმარება. Quiz-ებში მოცემულია თითოეული კლასის შესაბამისი პროგრამა (Grammar, Vocabulary, Reading), მრავალფეროვანი დავალების ტიპებით (Multiple Choice, Several Answers, Word Construction, Matching, Password Answer, Photo Answer). თითოეულ დავალებას მოყვება სწორი პასუხის ახსნა.

Answer Analytics - თითოეული ქვიზის შესრულებისთანავე, მოსწავლეებს საშუალება აქვთ იხილონ პასუხების დეტალური ანალიზი. ასევე პირად პროფილში შესაძლებელია ყველა გავლილი ქვიზის პასუხების დეტალური ანალიზის დოკუმენტის ნახვა. დოკუმენტი მოიცავს დაწვრილებით ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის სწორი და არასწორი პასუხი დააფიქსირა მოსწავლემ კონკრეტულ კატეგორიასა და ქვეკატეგორიაში. დოკუმენტში მოცემული წარმატების მაჩვენებლები ქმნის ერთგვარ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოსწავლის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების აღმოჩენა.

Magic Shop - პლატფორმაზე ინტეგრირებულია მაღაზიის მოდული, რომელიც მოსწავლეებს ცოდნით გამომუშავებული Magic Coin-ების დახარჯვის საშუალებას მისცემს. პლატფორმაზე ვარჯიშის პროცესში ვაგროვებთ რეიტინგულ ქულებს Mental Points და მონეტებს Magic Coins, კითხვებზე დაფიქსირებული პასუხების შესაბამისად. დაგროვებული მონეტების გადაცვლა მოსწავლეებს შეუძლიათ მათთვის საყვარელი კომპანიის ვაუჩერებში.

 

ჯადოქრის კონკურსამდე

დაწყებამდე:

Wizard's Challenge
დაწყებამდე:

button
buttonნახე ინფო
button
© LLC PLay 2 Learn - All Rights Reserved
© LLC PLay 2 Learn - All Rights Reserved